პეკინი და სეული ერთმანეთს საზღვაო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ, წარმოებს გამაფრთხილებელი სროლა
24/10/2022 08:34:02 მსოფლიო
პეკინი და სეული ერთმანეთს საზღვაო საზღვარის დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც Reuters-ის ცნობით, ორივე მხარემ დღეს დასავლეთ სანაპიროსთან გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელა.
სამხრეთის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, ჩრდილოეთკორეულმა სავაჭრო ხომალდმა დღეს, ადგილობრივი დროით 03:40 სთ-ზე საზღვაო საზღვარი ჩრდილოეთ ზღუდის მიადამოებში დაარღვია, რასაც სამხრეთ კორეის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლა მოჰყვა.
თავის მხრივ ჩრდილოეთკორეელი სამხედროები ირწმუნებიან, რომ სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ხომალდმა საზღვაო საზღვრის ჩრდილოეთ ზღუდე დაარღვია და "ვითომდა ამოუცნობი ხომალდის თვალთვალის მოტივით" გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. საპასუხოდ ჩრდილოეთ კორეამ რეაქტიული არტილერიიდან 10 გასროლა აწარმოა
სამხრეთის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტი ჩრდილოეთ კორეას 2018 წლის ორმხრივი სამხედრო პაქტის დარღვევაში ადანაშაულებს, რომელიც საზღვრისპირა რაიონებში "მტრულ მოქმედებებს" კრძალავს. ხოლო თავის გამაფრთხილებელ გასროლებს სამხრეთ კორეა "შეჭრის აღსაკვეთად ნორმალურ ოპერაციად" აფასებს.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ჩრდილოეთ კორეას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თანმიმდევრული პროვოკაციები და ბრალდებები, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობასა და სტაბილურობას ზიანს აყენებს" - ნათქვამია სამხრეთის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის განცხადებაში.
კორეის ნახევარკუნძულის ირგვლივ დაძაბულობა იზრდება სექტემბრის ბოლოდან, როცა ფხენიანმა კვირის განმავლობაში 10 ბალისტიკური რაკეტის გაშვება განახორციელა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან ქვეყანამ ხელისუფლებაში კიმ ჩენ ინის მოსვლის დროიდან რაკერების რეკორდული რაოდენობა გაუშვა. 4 ოქტომბერს ერთ-ერთმა ასეთმა რაკეტამ იაპონიას ჩაუფრინა და იძულებული გახადა ქვეყნის მოქალაქეები თავშესაფრებში ჩასულიყვნენ.
აპროტესტებს რა სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნებს, ფხენიანი ბალისტიკური რაკეტების გარდა იყენებს ასობით საარტილერიო ჭურვს, რომელსაც აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებთან უშვებს.
სამხრეთ კორეაში ყოველწლიური სამხედრო წვრთნები 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მათ მიზანს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომავალი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეებისთვის როგორც საკუთარი, ისე აშშ-თან ერთობლივი შესაძლებლობების განამტკიცებაა.
.


