Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "რუსეთის ბირთვული შანტაჟის თაობაზე თურქ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს ვესაუბრე"

უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "რუსეთის ბირთვული შანტაჟის თაობაზე თურქ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებს ვესაუბრე"

24/10/2022 08:06:18 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „რუსეთის ბირთვული შანტაჟის აქტი" უწოდა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებას, რომლის თანახმად, უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას აპირებს..

რეზნიკოვი აცხადებს, რომ ესაუბრა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს რუსეთის თავდაცვის მინისტრთან მათი საუბრების შესახებ.

ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მან პასუხი გასცა რუსეთის ყველა „ფეიკ ბრალდებას“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღიაა მონიტორინგის ნებისმიერი მისიისთვის.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S