ხორვატიაში "ყირიმის პლატფორმის" საპარლამენტო სამიტი გაიხსნა
24/10/2022 07:38:57 მსოფლიო
ხორვატიის ქალაქ ზაგრებში "ყირიმის პლატფორმის" საპარლამენტო სამიტი გაიხსნა. ამ დორისთვის მის ფარგლებში სადისკუსიო პროგრამა მიმდინარეობს.
ღონისძიებაში უკრაინელი ჩინოსნები და ექსპერტები, ასევე ხორვატიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მთავრობის ყოფილი წევრები მონაწილეობენ.
ცნობისთვის: "ყირიმის პლატფორმის" დამფუძნებელი სამიტი გასული წლის 23 აგვისტოს ჩატარდა. მასში 47-მა სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა. "ყირიმის პლატფორმა" უკრაინის მიერ ინიცირებული საერთაშორისო საკონსულტაციო-საკოორდინაციო ფორმატია, რომელიც ყირიმის რუსულ ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტურობის ზრდაზე, ასევე საფრთხეებთან გამკლავებაზე, რუსეთზე საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის გაძლიერებასა და პუტინის რეჟიმის მსხვერპლთა დაცვაზე, საბოლოო ჯამში კი ყირიმის დეოკუპაციაზეა მიმართული.


