მედია – ისრაელი უკრაინას ირანული "დრონების" წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ინფორმაციას აწვდის
24/10/2022 06:49:51 მსოფლიო
ისრაელი უკრაინას ირანული "დრონების" წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ინფორმაციას აწვდის, – იუწყება The New York Times უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გამოცემა უკრაინის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბრკოლებების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ახლა რეგულარულად ანადგურებენ.
გამოცემის ცნობით, უკრაინამ დღემდე, სულ მცირე, 237 ერთეული ირანული "დრონი" ჩამოაგდო.
ცნობისთვის: ისრაელმა განაცხადა, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ მიაწვდის, თუმცა კიევის დახმარებას შესაძლებლობების ფარგლებში გააგრძელებს.
ისრაელი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
როგორც დასავლური მედია იუწყება, რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნების აუცილებლობის გამო, რაც ხელს უწყობს ისრაელის ოპერაციებს ირანის მიერ მხარდაჭერილი აქტორების წინააღმდეგ სირიაში, ისრაელი თავს იკავებს, უკრაინას სამხედრო დახმარება გაუწიოს.
19 ოქტომბერს გამოცემა Haaretz-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ისრაელმა კიევს საჰაერო თავდასხმისგან დასაცავად „ადრეული გაფრთხილების სისტემის“ შექმნაში დახმარება შესთავაზა.


