ბორის ჯონსონის "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
24/10/2022 05:57:52 მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
ჯონსონის თქმით, მას საკმარისი მხარდაჭერა ჰქონდა იმისთვის, რომ შემდეგ ეტაპზე გადასულიყო, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე - რიში სუნაკს.
"ძალიან კარგი შანსია, რომ კონსერვატიული პარტიის წევრებთან ერთად არჩევნებში წარმატებული ვიყო და პარასკევს მართლაც დავბრუნდე დაუნინგ სტრიტზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში მე სამწუხაროდ მივედი დასკვნამდე, რომ ეს უბრალოდ არ იქნებოდა სწორი. ვერ მართავთ ეფექტურად, თუ არ გეყოლება ერთიანი პარტია პარლამენტში", - განაცხადა ჯონსონმა.
23 ოქტომბერს რიში სუნაკმა დაადასტურა, რომ "კონსერვატიული პარტიის" ლიდერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ვინ იქნება "კონსერვატიული პარტიის" ახალი ლიდერი და დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ–მინისტრი 28 ოქტომბერს გახდება ცნობილი.


