Accentnews.ge
ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის განცხადების არავის სჯერა

ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის განცხადების არავის სჯერა

24/10/2022 05:48:55 მსოფლიო

რუსეთის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმად, უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

აშშ–ის სახლმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ "ბინძური ბომბის" შესახებ რუსეთის განცხადების არავის სჯერა.

უწყების ინფორმაციით, ენტონი ბლინკენმა დმიტრო კულებას კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორული მთლიანობისადმი.

ბლინკენის თქმით, "თუ რუსეთი შეეცდება, "ბინძური ბომბის“ საკითხი გამოიყენოს ესკალაციის საბაბად, ამას მსოფლიო კარგად დაინახავს".

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S