Accentnews.ge
აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი: "რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა"

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი: "რუსეთის განცხადება "ბინძური ბომბის" შესახებ აშკარა სიცრუეა"

24/10/2022 05:27:45 მსოფლიო

აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აცხადებს, რომ "რუსეთის განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინა "ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს, აშკარა სიცრუეა". ამის შესახებ ხსენებული სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი რუსეთს აფრთხილებენ, რომ მსოფლიო კარგად დაინახავს ესკალაციის საბაბად ამ ცრუ მტკიცების გამოყენების ნებისმიერ მცდელობას.

ერთობლივ განცხადებაში ისიც ნათქვამია, რომ აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას და მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი უკრაინას საკუთარი ტერიტორიების დასაცავად დაეხმარონ იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S