Accentnews.ge
ISW: "სერგეი შოიგუს ბრალდებები უკრაინის მიერ  „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების თაობაზე დასავლეთის დაშინების მცდელობაა"

ISW: "სერგეი შოიგუს ბრალდებები უკრაინის მიერ  „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების თაობაზე დასავლეთის დაშინების მცდელობაა"

24/10/2022 05:29:52 მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) განცხადებით, "რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრალდებები უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების თაობაზე დასავლეთის დაშინების მცდელობაა".

„შოიგუს სატელეფონი ზარები და რუსული სახელმწიფო მედიის მიერ ყალბი „ბინძური ბომბის“ მუქარის გაძლიერება სავარაუდოდ, მიზნად ისახავს დასავლური სახელმწიფოების დაშინებას, რომ შეაჩერონ ან შეზღუდონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან რუსეთი განიცდის მუდმივ სამხედრო წარუმატებლობებს და წლის ბოლომდე სავარაუდოდ, ხერსონის დასავლეთ ნაწილს დაკარგავს“, – აცხადებს ISW.

ცნობისთვის: 23 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერეგი შოიგუმ სატელეფონო საუბრები გამართა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებთან და უთხრა, რომ რუსეთი შეშფოთებულია უკრაინის მხრიდან „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენებით. იმავე დღეს, შოიგუ ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის თავდაცვის მინისტრსაც. ამ საუბრების შემდეგ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ უარყოფენ რუსეთის აშკარად ცრუ ინსინუაციებს, თითქოს, უკრაინა თავის ტერიტორიაზე აპირებს „ბინძური ბომბის“ გამოყენებას.

"ბინძურ ბომბს" უწოდებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S