Accentnews.ge
SOHR: ისრაელმა სირიაში ირანული დრონების ქარხანა დაბომბა

SOHR: ისრაელმა სირიაში ირანული დრონების ქარხანა დაბომბა

23/10/2022 16:36:31 მსოფლიო

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა, რის შედეგადაც ირანული კამიკაძე დრონების ქარხანა განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრი (SOHR) ავრცელებს.

SOHR-ის წყაროების ცნობით, 21 ოქტომბერს, დამასკოს პროვინციის დასავლეთ ნაწილში, დიმასის სამხედრო აეროპორტთან არსებული ქარხანა დაიბომბა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ამ სამხედრო აეროპორტს ბოლო დროს მთლიანად ირანელები და მათ მიერ მხარდაჭერილი ბოევიკები, მათ შორის ჰეზბოლას წევრები აკონტროლებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S