რუსეთის ქალაქ ირკუტსკში Су-30 საცხოვრებელ სახლს დაეცა
23/10/2022 12:02:20 მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ირკუტსკში სამხედრო თვითმფრინავი Су-30 საცხოვრებელ სახლს დაეცა.
"წინასწარი მონაცემებით, „Су“-ს ტიპის თვითმფრინავი ირკუტსკში ორსართულიან სახლს დაეცა. გავდივარ შემთხვევის ადგილზე". – წერს სოციალურ ქსელში ოლქის გუბერნატორი იგორ კობზევი.
რუსული მედიის ცნობით, "Су-30"-მა, რომელიც ავიაქარხნიდან აფრინდა, კატასტროფა განიცადა.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ ვრცელდება.
ერთი კვირის წინ, კრასნოდარის მხარის ქალაქ იეისკში "Су-34"–ის ტიპის ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. სამხედრო თვითმფრინავი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.


