
ლიანდაგებში მგზავრის ჩავარდნის გამო თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე მოძრაობა გაჩერებულია
23/10/2022 11:56:11 საზოგადოება
თბილისში, მეტროს სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მგზავრი ლანდაგებში ჩავარდა.
მომხდარის გამო მეტროპოლიტენის პირველი ხაზი გაჩერებულია.
„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.