ინდოეთმა ბირთვული ქობინის მატარებელი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა
22/10/2022 17:41:39 მსოფლიო
ინდოეთმა წარმატებთ გამოსცადა მოქმედების საშუალო რადიუსის მქონე, სახმელეთო ბაზირების ახალი ბალისტიკური რაკეტა Agni Prime (Agni-P), რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია. რაკეტა ინდურ კუნძულ აბდულ კალამზე მდებარე პოლიგონიდან 2000კმ მანძილზე გაუშვეს, - იუწყება "ინტერფაქსი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
ეს ინდოეთში ორსაფეხურიანი მყარსაწვავიანი რაკეტის გაშვების მესამე შემთხვევაა. პირველი გამოცდა 2021 წლის ივნისში განხორციელდა, ხოლო მეორე - დეკემბერში.
სადღეისოდ ინდოეთი Agni-ს ტიპის ბალისტიკური რაკეტების 4 ნაირსახეობას ფლობს: 750კმ სიშორის Agni-I; 2 ათასი კმ სიშორის Agni-II; 4-4,5 ათასი კმ სიშორის Agni-III და Agni-IV; 5 ათასი კმ სიშორის Agni-V;
ამ უკანასკნელის მოქმედების ზონაში ხვდება ჩინეთის მთელი ტერიტორია და აზიის სხვა მოშორებული ტერიტორიები. ფაქტობრივად, ინდოეთი შევიდა იმ სახელმწიფოების კლუბში, რომლებსაც ამ ტიპის სტრატეგიული შეიარაღება გააჩნიათ და რომლის წევრებიც არიან რუსეთი, აშშ, ჩინეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.


