
ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა
22/10/2022 16:18:55 საზოგადოება
ლიკანში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
მისი ცნობით, ამ დროისთვის საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ევაკუირებულია, შენობა შემოსაზღვრულია და მიმდინარეობს შემოწმება.
შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც ჰოსპიტალიზებულია/
ფოტო/ ტელეკომპანია „ბორჯომი.