Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსებმა დღეს უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს"

ზელენსკი: "რუსებმა დღეს უკრაინას 36 რაკეტა ესროლეს, მათი უმეტესობა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს"

22/10/2022 15:59:03 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, დღეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 36 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობაც უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

"აგრესორი ჩვენი ქვეყნის ტერორს აგრძელებს. ღამიდან მოყოლებული მტერმა მასიური შეტევა განახორციელა – 36 რაკეტა გაისროლეს, რომელთა უმეტესობა უკრაინელებმა ჩამოაგდეს. მადლობა ყველა საჰაერო თავდაცვის სამსახურს გაწეული მუშაობისთვის. მადლობა ყველა ენერგეტიკოსს და სერვისს, რომლებიც ამჟამად მუშაობენ შემთხვევის ადგილებზე და აღადგენენ ჩვენს ინფრასტრუქტურას. თქვენ ჩვენი გმირები ხართ", -აცხადებს ზელენსკი.

ბოლო კვირების განმავლობაში, რუსული ძალები აქტიურად ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S