Accentnews.ge
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: "ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა უცვლელია"

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: "ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა უცვლელია"

21/10/2022 17:38:17 მსოფლიო

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრ ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, "ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მდგომარეობა უცვლელია".

მისი თქმით, "იგი ამ ეტაპზე ვერ ხედავს პროგრესის ვერანაირ ნიშნებს", რომ შეთანხმება იქნეს მიღწეული რუსეთის, უკრაინისა და გაერო–ს ბირთვული დამკვირვებლების მონაწილეობით ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული ვითარების მოგვარების თაობაზე.

"ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება რუსეთთან შეთანხმების მიღწევა", – განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, რა ეტაპზე იქნება ძალიან საშიში უკრაინელი პერსონალისთვის სადგურზე მუშაობის გაგრძელება, მან თქვა, რომ "ეს ეტაპი არის ბირთვული ავარია".

"ევაკუაცია შეიძლება, მოხდეს ნამდვილ კატასტროფამდე [მხოლოდ] რამდენიმე საათით ადრე, რადგან რუსეთს არ შეუძლია ელექტროსადგურის ათასობით უკრაინელი თანამშრომლის ჩანაცვლება", - აცხადებს ჰალუშჩენკო.

რუსეთის ჯარებმა ევროპის უდიდესი ბირთვული ელექტროსადგური თებერვლის ბოლოს, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ დაიკავეს. ელექტროსადგურს კვლავაც უკრაინული პერსონალი მართავს, მაგრამ იქ არსებული ვითარება საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მის სიახლოვეს განმეორებითმა დაბომბვამ შესაძლოა, ბირთვული ავარია გამოიწვიოს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, რომელსაც დამკვირვებლები ჰყავს ზაპოროჟიეში, ცდილობს ელექტროსადგურის გარშემო დამცავი ზონა შექმნას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S