მედია – შოლცი ჩინეთს ეწვევა
21/10/2022 15:22:07 მსოფლიო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს ეწვევა, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, გერმანიის კანცლერი ჩინეთში ბიზნესის ლიდერების დელეგაციასთან ერთად ჩავა.
შოლცის ოფისის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ვიზიტი ნოემბრის დასაწყისში შედგება.
როგორც Reuters იტყობინება, შოლცის ვიზიტი ჩინეთში დაგეგმილია იმის ფონზე, როდესაც ბერლინი განიხილავს თავის სავაჭრო ურთიერთობებს პეკინთან, ხოლო შოლცის კოალიცია მართავს დისკუსიას, დაუშვას თუ არა ჩინური კომპანიის Cosco-ს ინვესტიცია გერმანიის უმსხვილეს პორტში, ჰამბურგში.


