ზელენსკი: "ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც რუსეთის "გაგებისკენ" მოგვიწოდებენ"
21/10/2022 15:07:43 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "ევროპაში ჯერ კიდევ არიან ფიგურები, რომლებიც მსოფლიოს რუსეთის "გაგებისკენ" მოუწოდებენ".
"გულახდილად უნდა ვილაპარაკოთ: ევროპაში ჯერ კიდევ არიან საკმარისი ფიგურები, რომლებიც რუსეთის "გაგებისკენ" მოგვიწოდებენ და ცდილობენ ირანის მსგავსი სახელმწიფოების ტერორისტული პოლიტიკის იგნორირებას. ასეთი ადამიანები სხვადასხვა სფეროში არიან - პოლიტიკაში, ბიზნესში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებში. რატომ არის ეს შესაძლებელი? რას მივყავართ აქამდე? პასუხი ერთია: ცოდნის ნაკლებობა. საზოგადოების უმრავლესობაში ცოდნის ნაკლებობა", – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინაში დაპატიჟა გამომცემლები, ავტორები, ბიზნესმენები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, პედაგოგები და ჟურნალისტები, რათა ნახონ და ინფორმაცია გაავრცელონ იმის შესახებ, თუ რისი გადატანა უწევს უკრაინელ ხალხს.


