პენტაგონი – ოსტინმა შოიგუსა და რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრები გამართა
21/10/2022 14:48:30 მსოფლიო
პენტაგონის განცხადებით, დღეს აშშ–ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
"მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე", – აღნიშნავენ პენტაგონში.
უწყების ცნობით, მოგვიანებით მდივანი ოსტინი უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვს ტელეფონით ესაუბრა.
"მდივანმა ოსტინმა მინისტრ რეზნიკოვს დაუდასტურა აშშ-ის ურყევი ერთგულება მხარი დაუჭიროს უკრაინის შესაძლებლობებს, დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას. მდივანმა ოსტინმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივ მხარდაჭერას, გააძლიეროს უკრაინამ თავდაცვისუნარიანობა. ორმა ლიდერმა პირობა დადო, რომ შეინარჩუნებენ მჭიდრო კონტაქტებს", – აცხადებს პენტაგონში.


