Accentnews.ge
პუტინმა რუსეთში არმიის მომარაგების საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა

პუტინმა რუსეთში არმიის მომარაგების საკოორდინაციო საბჭო ჩამოაყალიბა

21/10/2022 14:37:20 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა და სხვა სამხედრო ფორმირებებისა და ორგანოების მომარაგებას გაუწევს მეთვალყურეობას. აღსანიშნავია, რომ რუსეთის კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მსგავსი ორგანო გათვალისწინებული არ არის. ბრძანებულების თანახმად, საბჭომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სახელისუფლებო ორგანოების მუშაობას არმიისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მომარაგების მიმართულებით "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის" განმავლობაში.

რუსეთის სახელისუფლებო ბლოგერებმა ახალი სტრუქტურა მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ში მოქმედ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტს შეადარეს.

თავად პუტინი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში არ არის. ახალ ორგანოს პრემიერი მიხეილ მიშუსტინი უხელმძღვანელებს. მის შემადგენლობაში შევიდნენ ასევე რამოდენიმე ვიცე-პრემიერი, ძალოვანი მინისტრები და მოსკოვის მერი.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და განსაკუთრებით სექტემბრის ბოლოს პუტინის მიერ ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან რუსი მებრძოლები და მათი ახლობლები არმიის ელემენტარული საჭიროებების დაუკმაყოფილებლობაზე მიუთითებენ. მებრძოლებს ან გაწვეულებს ეკიპირების, ამუნიციის, საკვების, წამლებისა და სხვა პირველადი საჭიროებების პროდუქტების შეძენა თავად უწევთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S