Accentnews.ge
უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა ყოველი მეოთხე ტოპ-პროგრამისტი დაკარგა

უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა ყოველი მეოთხე ტოპ-პროგრამისტი დაკარგა

21/10/2022 13:53:29 მსოფლიო

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ყოველმა მეოთხე წამყვანმა IT-სპეციალისტმა დატოვა, - იუწყება New Scientist ავსტრიულ კვლევით ორგანიზაცია Complexity Science Hub Vienna-ზე დაყრდნობით.

მისივე ინფორმაციით, წამყვანი რუსი პროგარმისტების 23%-მა საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია შეცვალა ანდაც წაშალა პროფილები ომის დაწყებიდან ივნისის პერიოდის ჩათვლით.

"ყველაზე აქტიური სპეციალისტები რუსეთს ტოვებენ, ისინი ძირითადად საქართველოსა და სომხეთში გარბიან - ეს ქვეყნები რუსი IT სპეციალისტებისთვის ყველაზე პოპულარულ მიმართულებებს შორის შესაბამისად მეორე და მეოთხე ადგილებს იკავებენ" - ამბობს Complexity Science Hub Vienna-ს თანამშრომელი იოჰანეს ვახსი.

ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის ექსპერტი სემოელ ბენდეტი კი დარწმუნებულია, რომ წამყვანი სპეციალისტების ამ რაოდენობის დაკარგვა რუსეთის განვითარებას დიდ დარტყმას მიაყენებს. "საკადრო რეზერვიდან და ეკონომიკიდან სპეციალისტთა ამ რაოდენობის გადინებას დამღუპველი შედეგი ექნება რუსეთისთვის. არადა, ქვეყანაში ამ დრომდე დარჩენილებიც მობილიზაციის საფრთხის ქვეშ არიან" - აცხადებს ბენეტი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S