Accentnews.ge
რუსეთში პენსიები რეკორდულად მცირდება

რუსეთში პენსიები რეკორდულად მცირდება

21/10/2022 13:31:00 მსოფლიო

საბიუჯეტო სეკვესტრი, რომელიც რუსეთის მთავრობამ ქვეყნის შემოსავლების შემცირებისა და ომის დაფინანსების აუცილებლობის გამო გადაწყვიტა, ათობით მილიონ რუს პენსიონერსაც შეეხება, რომელთა შემოსავლები და ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად დაიკლებს, - წერს რუსული მედია.

საშუალო სადაზღვევო პენსია რუსეთში 2023 წლისთვის 19 ათას 823 რუბლის ოდენობით განისაზღვრა, - აღნიშნულია რუსეთის საპენსიო და სოციალური დაზღვევის ფონდის საბიუჯეტო პროექტში, რომელიც სახელმწიფო სათათბიროშია წარდგენილი განსახილვლელად.

"მიმდინარე წელთან შედარებით, პენსიონერები 841,9 რუბლის ოდენობის დანამატს მიიღებენ. თუმცა ბიუჯეტში ჩადებული ინდექსაცია - 4,4% დაბალია ინფლაციის დონეზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 5,5%-ის ოდენობით აქვს განსაზღვრული. შედეგად რეალურ გამოხატულებაში სადაზღვევო პენსია 1,1%-ით დაიკლებს. მისი წლიური შემცირება კი რეკორდული გახდება ყირიმის ანექსიის დროიდან (2014წ.) როცა რუსეთის ხელისუფლებამ ნავთობის ფასის ვარდნისა და საქნციების ფონზე ყოველწლიური ინდექსაცია გააუქმა"- წერს მედია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S