მედია – უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
21/10/2022 13:03:28 მსოფლიო
უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული, – იუწყება უკრაინული მედია.
მისი ცნობით, ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში შესვლისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერის შემდეგ რუსეთის სამხედრო ძალებმა რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე შეტევა რამდენჯერმე განახორციელეს.


