კაია კალასი: "ევროკავშირმა დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს"
21/10/2022 12:50:24 მსოფლიო
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადებით, "ევროკავშირმა დაყადაღებული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად უნდა გამოიყენოს". ამის შესახებ მან ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირის საბჭოს სხდომას ესწრება.
„დღეს ჩვენ ვაპირებთ უკრაინაზე ფოკუსირებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსული [გაყინული] აქტივების გამოყენებაზე. ჩვენ გვაქვს 300 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების გაყინული აქტივები და უნდა განვიხილოთ, როგორ შეიძლება მისი უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება“, - განუცხადა კალასმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ევროკავშირმა ასევე უნდა განიხილოს ტრიბუნალის შექმნის საკითხი უკრაინაში დანაშაულების ჩამდენი პირების დასასჯელად.
„მეორე, ჩვენ აუცილებლად უნდა განვიხილოთ სამართლებრივი პასუხი აგრესიის დანაშაულებზე, რომლებიც ჩადენილია“, - განაცხადა კალასმა.


