Accentnews.ge
უკრაინა: "ბოლო ორ კვირაში რუსეთის მიერ გაშვებული "დრონების" 85% ჩამოვაგდეთ"

უკრაინა: "ბოლო ორ კვირაში რუსეთის მიერ გაშვებული "დრონების" 85% ჩამოვაგდეთ"

21/10/2022 12:18:36 მსოფლიო

ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ძალების მიერ გაშვებული ირანული "დრონების" 85% ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრეს–სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, "დრონების" ჩამოგდების კუთხით უკრაინელი სამხედროების მოქმედების ეფექტურობის გაზრდა მხოლოდ დროის საკითხია.

უკრაინის და დასავლეთის სახელმწიფოთა დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს ირანული წარმოების ე.წ. კამიკაძე-დრონებს Shahed-136, რომლებსაც რუსეთმა სახელი შეუცვალა და „გერანი-2“ დაარქვა. რუსეთი და ირანი ამას უარყოფენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S