ერდოღანი: "შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით"
21/10/2022 10:38:19 მსოფლიო
თურქეთი მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, გაიხსნება გზა შუშასკენ. ეს ადგილები გაცოცხლდება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებით“, - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ზანგელანში აეროპორტის გახსნის ცერემონიას დაესწრო.


