Accentnews.ge
მედია: უკრაინელი ტყვეები კადიროვთან მიიყვანეს "გასასაუბრებლად"

მედია: უკრაინელი ტყვეები კადიროვთან მიიყვანეს "გასასაუბრებლად"

21/10/2022 09:53:14 მსოფლიო

ჩეჩნეთში რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვთან "გასასაუბრებლად" რამდენიმე უკრაინელი ტყვე ჩაიყვანეს. "ისინი ბადრაგმა კადიროვს უკრაინაში ჩინოსნის ვაჟების მგზავრობის შემდეგ მიჰგვარა", - იუწყება რუსული სახელმწიფო ტელეარხი "Россия 1".

"საუბრისას კადიროვი დაინტერესდა, რისთვის იბრძოდნენ ისინი, რადგან კიევის ხელისუფლება მობილიზებულ უკრაინელებს საზარბაზნე ხორცად იყენებდა. თავის მხრივ ტყვეებმა ომში თავის მონაწილეობას უაზრო უწოდეს და გაიმეორეს რუსეთის ხელისუფლების თეზისები" - ნათქვამია ტელეარხის სიუჯეტში.

ტელესიუჟეტის ავტორი დასძენს, რომ კადიროვმა უკრაინელ ტყვეებთან ჰუმანურად მოპყრობის ბრძანება გასცა და მათ შინ გაშვებას დაჰპირდა.

ცნობისთვის: ომის დაწყებიდან უკვე უამრავი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც რუსეთის ხელთჩავარდნილ ტყვეებს აწამებდნენ. ჩეჩენი პოლიტოლოგი რუსლან კუტაევი თვლის, რომ მსგავსი პროპაგანდისტული სიუჟეტი კრემლს იმის დემონსტრირებისთვის დასჭირდა, თითქოს უკრაინის ფრონტზე კარგად მისდის საქმე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S