Accentnews.ge
მედია:რუსეთში მობილიზაციის დასრულებულად გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთიდან დაბრუნებას არ ჩქარობენ

მედია:რუსეთში მობილიზაციის დასრულებულად გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთიდან დაბრუნებას არ ჩქარობენ

21/10/2022 08:59:00 მსოფლიო

რუსეთში მობილიზაციის დასრულებულად გამოცხადების მიუხედავად, ქვეყნის მოქალაქეები უცხოეთიდან დაბრუნებას არ ჩქარობენ, - იუწყება რუსული "კომერსანტი", რომლის მონაცემებით, ავიაკომპანიები არ აფიქსირებენ მოთხოვნის ზრდას ყაზახეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, თურქეთიდან და სხვა იმ ქვეყნებიდან რეისებზე, რომლებშიც, არაოფიციალური ინფორმაციით, რუსების ასობით ათასი მოქალაქე 21 სექტემბერს მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გაიქცა. აი, მოსკოვიდან კი რეისებზე მოთხოვნა კვლავ მაღალია, ბილეთებზე ფასის გაორმაგების მიუხედავად. ამასთან, ორმა ავიაკომპანიამ აღნიშნა ტრაფიკის 10-30%-ით ზრდა სომხეთიდან, რასაც ისინი ევროპიდან ტრანზიტული ნაკადითა და ფრენის შედარებითი სიიაფით ხსნიან.

მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ადმინისტრაციების მიერ 17 ოქტომბერს მობილიზაციის დასრულების შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ სამშობლოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ დაბრუნებას ხელი ვერ შეუწყო, - ასკვნის "კომერსანტი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S