Accentnews.ge
7 წლის ბავშვზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

7 წლის ბავშვზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

21/10/2022 08:22:49 საზოგადოება

გურჯაანში, 7 წლის ბავშვზე თანაკლასელებისა და მასწავლებლის მხრიდან შესაძლო, ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მეორეკლასელი მოსწავლის დედა ეკა გოგინაშვილი „ფორმულასთან“ ჰყვება, რომ თანაკლასელებმა მის შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. მან ბავშისთვის მიყენებული დაზიანების ფოტოსურათს ავრცელებს. ფოტოზე მკაფიოდ ჩანს ნაჭდევი ყელის არეში.

„ბავშვებს შორის მოხდა უთანხმოება. კლასელებმა ჩემს შვილს ყელში მავთული წაუჭირეს. ბავშვი იძახის, რომ იხრჩობოდა. შემდეგ საპასუხოდ ჩემს შვილს, ვინც ყელში მავთული წაუჭირა, სახეში გაურტყამს. მასწავლებელი შეესწრო ამ სიტუაციას და მასწავლებელმა გაარტყა ნიკოლოზს სახეში. ეს ყველაფერი ვაცნობე დირექციას და რესურსცენტრს. ახლა მიდის მოკვლევა. იცის სამინისტრომაც. სანამ სამინისტრომდე არ მივიტანე ინფორმაცია, რეაგირება არ მოჰყოლია“, — განაცხადა გოგინაშვილმა.

მისი თქმით, შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა.

გურჯაანის საგნმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი დალი მინდიაშვილი ამბობს, რომ მანდატურის სამსახურმაც და სკოლის დირექციამაც „ყველაფერი სწორად გააკეთა“ და მოკვლევა მიმდინარეობს:

„ამ მოკვლევას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, წყნარად მშვიდად ჩატარდეს და ჩაინიშნოს დისციპლინური კომიტეტის სხდომა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S