Accentnews.ge
უკრაინაში რუსული ჯარების მდიდარი მეთაური: მედიამ სუროვიკინის ქონება გამოიკვლია

უკრაინაში რუსული ჯარების მდიდარი მეთაური: მედიამ სუროვიკინის ქონება გამოიკვლია

21/10/2022 06:52:03 მსოფლიო

უკრაინაში რუსული ჯარების ახალი მეთაურის, სერგეი სუროვიკინის ცოლ-შვილი ფლობენ 500 კვ.მ.–მდე უძრავ ქონებას, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 125 მილიონი რუბლია (2 მილიონ დოლარზე მეტი). ამავდროულად, როსრეესტრი საგულდაგულოდ მალავს ამ ქონების მფლობელებს,– გაარკვიეს გამოცემა «Верстка»–ს ჟურნალისტებმა.

ჟურნალისტურ გამოძიებაში საუბარია, ახალ მოსკოვში, პრემიუმ კლასის დუბროვკას კოტეჯის დასახლებაში მდებარე რვაოთახიან ქალაქური ტიპის სახლზე. კოტეჯის ღირებულებას «Верстка» მინიმუმ 50 მილიონ რუბლად აფასებს. ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, სუროვიკინების მფლობელობაშია107,5 კვ.მ.–ის ფართობის ბინა მოსკოვის ხოროშევსკის რაიონში. მისი ღირებულება დაახლოებით, 46 მილიონი რუბლია. გარდა ამისა, სუროვიკინის მეუღლე ფლობს ბინებს ვერცხლის სანაპიროზე ბიზნეს კლასის საცხოვრებელ კომპლექსში, მოსკოვის ხოროშევო-მნევნიკის რაიონში, სავარაუდო ღირებულებით 30 მილიონი რუბლი.

აღნიშნულია, რომ ბოლო დრომდე გენერალ სუროვიკინის ოჯახი სხვა ძვირადღირებულ ქონებასაც ფლობდა: მიწის ნაკვეთი მოსკოვის რეგიონში 27 ჰექტარი ფართობით და 109 მილიონი რუბლის ღირებულებით, რომელიც მდებარეობს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სასახლის მახლობლად. ამასთან, ოჯახი დლობდა ორსართულიან დაჩას, რომლის ფართობიც 685,5 კვ.მ. იყო. მედიის ცნობით, ეს სასახლე გასულ წელს გაიყიდა.

სუროვიკინების ბოლო ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლიდან 2019 წლამდე გენერალმა ჯამში გამოიმუშავა 30,9 მილიონი რუბლი, ხოლო მისმა მეუღლემ - 19,7 მილიონი.

გენერალი სერგეი სუროვიკინი 8 ოქტომბერს უკრაინაში რუსული ძალების მეთაურად დაინიშნა.

10 ოქტომბრიდან უკრაინის ქალაქები მასობრივად იბომბება.

იხილეთ ასევე: რუსი გენერალი დაკავშირებულია გატაცების, წამების, მკვლელობის საქმეებთან

უკრაინაში ომის კვალდაკვალ რუსულ არმიაში არსებული კორუფციის შედეგები მკაფიოდ გამოჩნდა: საუბარია იმგვარ ელემენტარულ, მაგრამ მნიშვნელოვანი რესურსების დეფიციტზე, როგორიც არის სამოსი, პირველადი სამედიცინო დახმარების კომპლექტი. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ მოხალისეებსა თუ მობილიზებულებს ავალდებულებენ, თავად შეიძინონ აღნიშნული რესურსები, იზრუნონ შესაბამის აღჭურვილობაზე, კვებაზეც კი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S