Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონში რუსული არმიის დანაკარგს მობილიზებულებით ავსებენ

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხერსონში რუსული არმიის დანაკარგს მობილიზებულებით ავსებენ

21/10/2022 05:58:02 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ხერსონის ოლქში დროებით დაპყრობილ ტერიტორიაზე განთავსებული ძალების დანაკარგის შესავსებად და ფრონტის ხაზზე ქვედანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა.

გენშტაბის ცნობითვე, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ გასცა მის მიერ გახსნილი „საბანკო დაწესებულებების“ ევაკუაციისთვის მზადების განკარგულება და ევაკუაციისთვის მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი სამედიცინო პერსონალის და მასწავლებლების სიები. ხერსონში მუშაობას წყვეტენ ჰუმანიტარული სფეროს ობიექტებიც.

უკრაინის ხერსონის ოლქის დე ფაქტო ადმინისტრაციამ 19 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო ადგილობრივ მცხოვრებთა „ორგანიზებული გადაადგილება“ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. „გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად“ დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24“-ს უთხრა, რომ დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადადიან "სამთავრობო სტრუქტურებიც" და შვიდი დღით იკრძალება ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირების შესვლა. სალდომ მიზეზად დაასახელა საბრძოლო მოქმედებების მოსალოდნელი გამწვავება.

18 ოქტომბერს უკრაინაში რუსეთის ჯარების სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა ხერსონის მიმართულებით არსებულ ვითარებას დაძაბული უწოდა და არ გამორიცხა „არამარტივი გადაწყვეტილებების“ მიღება.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S