აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილმა უკრაინის ომში მონაწილეობა აღიარა
20/10/2022 20:18:18 მსოფლიო
კონორ კენედი, აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის შვილიშვილი უკრაინაში იბრძოდა საერთაშორისო ლეგიონის შემადგენლობაში. ამის შესახებ თავად წერს „ინსტაგრამზე“.
მისი მონათხროვის მიხედვით, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომ ის ომში წავიდა.
„ისევე როგორც ბევრი ადამიანი, მეც ღრმად შეძრა იმან, რაც ვნახე უკრაინაში ამ წლის განმავლობაში. დახმარება მინდოდა. როდესაც გავიგე უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის შესახებ, ვიცოდი, რომ წავიდოდი და საელჩოში მივედი, რომ მეორე დღეს ჩავწერილიყავი“ - წერს კენედი.
საკუთარი ანონიმურობა იმით ახსნა, რომ არ სურდა ოჯახის, მეგობრების შეშფოთება და არც ის, რომ ლეგიონში მოპყრობოდნენ განსხვავებულად.
ლეგიონში გაწევრიანებამდე მას სამხედრო გამოცდილება არ გააჩნდა, მაგრამ ხანმოკლე წვრთნის შემდეგ დასთანხმდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე გაგზავნაზე.
კენედიმ აღნიშნა, რომ მისი ყოფნა უკრაინაში ხანმოკლე იყო, მაგრამ ომმა ის ცხოვრება შეცვალა. ”იქ [უკრაინაში] ჩემმა მეგობრებმა იციან, რატომ მომიწია სახლში წამოსვლა. ყოველთვის მათ ვალში ვიქნები“:
„ეს ომი, ისევე როგორც ყველა სხვა, საშინელია. გამიმართლა, რომ დავბრუნდი. ადამიანები, რომლებსაც შევხვდი, ყველაზე მამაცები იყვნენ, ვინც კი ოდესმე მინახავს. ჩემი თანამებრძოლები – ლეგიონერები, რომლებიც ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, ნამდვილად თავისუფლებისთვის მებრძოლები არიან. მათ იციან, რომ ეს არ არის ომი თანასწორთა შორის, ეს არის რევოლუცია. ეს ომი განსაზღვრავს დემოკრატიის ბედს ამ საუკუნეში. მხოლოდ მოგიწოდებთ, დაგეხმაროთ თქვენი შესაძლებლობებით – შეუერთდი ლეგიონს, დაეხმარეთ საზღვარზე ან გაუგზავნეთ სამედიცინო მარაგი. ყოველ დღე იქ ვიღაც ყველაფერს სწირავს ხანგრძლივი მშვიდობისთვის. არ შეიძლება, მათ მოვთხოვოთ, რომ მარტო იმოქმედონ".
თებერვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა საერთაშორისო ტერიტორიული თავდაცვის ლეგიონის შექმნის შესახებ. 7 მარტს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დაქვემდებარებაში ლეგიონის ქვედანაყოფი შეიქმნა. აპრილის შუა რიცხვებში უმაღლესმა რადამ მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ, იმსახურონ უკრაინის დაზვერვაში და შეიარაღებულ ძალებში.


