Accentnews.ge
მოსკოვის მუზეუმებში სამხედრო ცენზურა შემოიღეს

მოსკოვის მუზეუმებში სამხედრო ცენზურა შემოიღეს

20/10/2022 19:44:04 მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, მოსკოვის მთავრობის კულტურის დეპარტამენტმა დაიწყო თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში გამოფენების კურატორების იძულება, შეცვალონ ან ამოიღონ ექსპონატები.

როგორც «Важные истории» იუწყება, რიგ შემთხვევებში კურატორებსა და ხელოვანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ომის საწინააღმდეგო აქციებში, ხელს აწერდნენ ღია წერილებს ან გამოთქვამდნენ ომის წინააღმდეგო პოზიციას სოციალურ ქსელებში, გამოფენებიდან ხსნიან.

24 თებერვლიდან გამოფენების კურატორებს მოეთხოვებათ, კულტურის დეპარტამენტს მიაწოდონ დოკუმენტი ხელოვანების შესახებ მათი სოციალური ქსელების ბმულებითურთ. ამავდროულად, ამგვარი ცენზურა ოფიციალურად არსად არის დაწესებული. მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MMOMA) წარმომადგენლების თქმით, ყველაფერი ზეპირსიტყვიერად ითქვა მენეჯმენტის მეშვეობით, შემდეგ კი გადაეცათ კურატორებს.

მუზეუმის თანამშრომლებს ურჩიეს, თავი აარიდონ სიშიშვლესა და სხეულის მოწყვეტილი ნაწილების გამოსახულებას, რათა „შემცირდეს რაიმე კავშირი ომთან“ და აფეთქებების შედეგებთან.

ამდენად, მხატვრებს გამოფენა „Мастерская. 20’22. Future is now“–ზე რამდენიმე ექსპონატის შეცვლა

მოუწიათ. მუზეუმში ცენზურა დაიწყო, როდესაც 13 ივლისს გაიხსნა და მაშინვე დაიხურა გამოფენა „გამხდარი მოქალაქეები“, რომელსაც რომელსაც ორი წლის განმავლობაში ამზადებდნენ ეკონომიკის უმაღლესი სკოლის და «Гараж»–ის მუზეუმის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები. დახურვა განმარტეს იმით, რომ პროექტში „აღმოჩნდა მნიშვნელობები და განცხადებები პოლიტიკური ელფერით “, რისი ტრანსლაციაც სახელმწიფო დაწესებულებამ ვერ გაბედა. რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე ნამუშევრის ამოღება მოითხოვა. ჩინოვნიკებმა მოითხოვეს ხელახლა გადამოწმება და შეცვლა იმ ნაწარმოებების, რომლებიც შეიცავდა ჯოზეფ ბროდსკის, ალექსეი კრუჩენიხის, გენრიხ საპგირის და ვლადიმერ მაიაკოვსკის ტექსტებს. ასევე, დამუშავდა ნაწარმოებების ზოგიერთი სათაური, მაგალითად, საჭირო იყო სიტყვების შეცვლა: „თამაში ბედნიერ წარსულში“, „ოდესის სპილენძის მილები“.„ვიგრძენი საკმაოდ არასტრუქტურირებული, ქაოტური ცენზურა, სულელური შიში ძირითადად, სიტყვების, ტექსტების მიმართ როგორც ჩვენი მემკვიდრეობიდან, ისე თანამედროვე ნაწარმოებებში. როგორც ჩანს, მათ აშინებდათ, არ გამორჩენოდათ რამე, რაც უმაღლესი ხელისუფლებიდან გამოიწვევდა უკმაყოფილებას”,- აღწერს კურატორი კირა მატისენი ოფიციალური პირების ქცევას.

აგვისტოში პარტიამ „სამართლიანი რუსეთი“ ჩამოაყალიბა „ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს ანტირუსულ აქტივობებს“ და გამოვიდა ადაპირებით, რომ „უცხოეთის გავლენის აგენტების“ იდენტიფიცირებას მოახდენს, რათა არ მიუშვას ისინი სახელმწიფო ბიუჯეტამდე.

ჯგუფმა დაიწყო იმ ხელოვანების სიების შედგენა, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინის ომის წინააღმდეგ ან ამის შესახებ საჯაროდ არაფერს ამბობენ. ამის შემდეგ კი ქალაქის ხელისუფლებამ მოსთხოვა კურატორებს, თვალყური ადევნონ გამოფენებში მონაწილე ხელოვანებს, რას ფიქრობენ და ამბობენ საჯაროდ.

„დაგვავალეს, რომ მოვამზადოთ ბიოგრაფია ყველა იმ ავტორისთვის, რომლებსაც ვიწვევთ გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად. წინასწარ უნდა შევამოწმოთ, მოაწერა თუ არა ამ ადამიანმა ხელი ომის საწინააღმდეგო პეტიციებს და რას წერს სოციალურ ქსელებში. ცნობებს ჯერ ათვალიერებს გალერეის მენეჯმენტი, შემდეგ საგამოფენო პროექტთან ერთად ეგზავნება საგამოფენო დარბაზების ასოციაციის ხელმძღვანელობას, შემდეგ – კულტურის დეპარტამენტს. და არის საიდუმლო სიები, რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი გადამოწმდება“, - ამბობს ერთ–ერთი გალერიის თანამშრომელი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S