Accentnews.ge
დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ მაღალჩინოსანს და Shahed-ის მწარმოებელ კომპანიას სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა სამ ირანელ მაღალჩინოსანს და Shahed-ის მწარმოებელ კომპანიას სანქციები დაუწესა

20/10/2022 18:35:42 მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა ირანის სამხედრო ოფიცერს სეიედ ჰოჯატოლა კურეიშის, რომელიც რუსეთთან დრონებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკვანძო ფიგურად მიიჩნევა.

დიდმა ბრიტანეთმა სანქციები ასევე დაუწესა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურს მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურს, საიდ აგაჯანის.

სამივე პირს აეკრძალება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა, ხოლო მათი აქტივები გაიყინება.

სანქციებში ასევე მოხვდა ირანული კომპანია Shahed Aviation Industries, Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი, რომლებსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს. კომპანიის აქტივები ასევე გაიყინება.

“უკრაინის წინააღმდეგ პუტინის სასტიკი და უკანონო ომისადმი ირანის მხარდაჭერა შემზარავია. დღეს ჩვენ სანქციებს ვაწესებთ მათზე, ვინც აწვდიდა დრონებს, რომლებსაც რუსეთი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დასამიზნებლად იყენებს. ეს გლობალურ უსაფრთხოებაში ირანის დესტაბილიზირებადი როლის აშკარა მტკიცებულებაა”, - აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S