Accentnews.ge
ბლინკენი: "პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებით დაინტერესებული არაა"

ბლინკენი: "პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებით დაინტერესებული არაა"

20/10/2022 17:41:51 მსოფლიო

პუტინი უკრაინაში ომის დიპლომატიური გზით დასრულებაში დაინტერესებული არაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ABC News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი მიზანი მარტივია - დავეხმაროთ უკრაინელებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათი ქვეყანა დამოუკიდებელი დარჩება და, საბოლოო ჯამში, მოლაპარაკებებზე ყველაზე ძლიერი პოზიცია უზრუნველვყოთ, თუ ისინი დაიწყება”, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის უარზე, აწარმოოს მოლაპარაკებები პუტინთან და აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი მიისწრაფვის დიპლომატიისკენ, მაგრამ არა რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტთან:

“ზელენსკიმ ნათლად გაგვაგებინა, რომ რაღაც მომენტში დიპლომატიამ ამ ყველაფერს ბოლო უნდა მოუღოს. თუმცა ის, რასაც ახლა ვხედავთ, - ეს არის მნიშვნელოვანი დიპლომატიისადმი პუტინის ინტერესის არარსებობა”.

მისი თქმით, ამასობაში პუტინი არარაციონალურ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მიმართავს.

“რთულია სხვის გონებაში წარმოიდგინო საკუთარი თავი. ვფიქრობ, რომ ის [პუტინი] რაციონალურია, მაგრამ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ის იღებს, ან, უკეთესია ვთქვათ, მისი მიზნები - არარაციონალურია”, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S