Accentnews.ge
ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

20/10/2022 15:12:42 მსოფლიო

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სავარაუდოდ, მას ედავებიან „ტერორიზმის პროპაგანდას, მოწოდებას ექსტრემიზმისკენ, ამგვარი საქმიანობის დაფინანსებას და ნაციზმის რეაბილიტირებას“.

გამოძიება ექსტრემისტულად მიიჩნევს ნავალნის თანამოაზრეების მიერ მართულ იუთუბის არხ "პოპულარულ პოლიტიკაში" გამოქვეყნებულ მასალებს.

"რამდენადაც დადგენილებიდან მივხვდი, ჩემი ბრალი ნაციზმის პროპაგანდაში მდგომარეობს იმაში, რომ ვოლკოვმა "პოპულარული პოლიტიკის" ეთერში თქვა, რომ "პოლკოვნიკი შტაუფენბერგი მართალი იყო, ჰიტლერის მოკვლა რომ სცადა, ის უნდა მოეკლათო." რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისა და პუტინის აზრით, ჰიტლერი კანონიერი ხელისუფლებაა, მისი აფეთქება კი - ექსტრემიზმი", - წერს ინსტაგრამში ალექსეი ნავალნი.

ნავალნი პოლიტპატიმრადაა მიჩნეული უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალის“ მიერ, სინდისის პატიმრად - საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მიერ. მისი გათავისუფლება მოითხოვეს მსოფლიოს წამყვანმა პოლიტიკოსებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა და აშშ-მა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S