Accentnews.ge
უკრაინული დაზვერვა ეჭვობს, რომ რუსეთის სპეცსამსახური საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ამზადებს ტერაქტებს

უკრაინული დაზვერვა ეჭვობს, რომ რუსეთის სპეცსამსახური საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ამზადებს ტერაქტებს

20/10/2022 14:49:41 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო თვლის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შესაძლოა, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ამზადებდნენ ტერორისტული თავდასხმებს.

როგორც უკრაინის სპეცსამსახური აღნიშნავს, რუსეთის სამხედრო აღიცხვის თანამშრომლები რუსეთში, ადგილობრივ მოსახლეობაში ავრცელებენ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

„ეუბნებიან, რომ თითქოს „დივერსანტებმა“ გზებზე, სკამებსა და ბუჩქებში დანაღმული ტელეფონები, საფულეები, პლანშეტები დაყარეს. და რომ ამ მეთოდით საბავშვო ნივთებიც კი შეიძლება, იყოს დანაღმული”- იუწყება უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აღნიშნავს, რომ ეს „საშინელებათა ისტორია“ არის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების რეალური მოქმედებების სარკისებური ასახვა: „დეოკუპაციის შემდეგ მართლაც მასიურად დატოვეს ნაღმები სხვადასხვა ნივთებში, საყოფაცხოვრებო ტექნიკებსა და საბავშვო სათამაშოებში“.

„ალბათ, რუსული სპეცსამსახურები ამით ამზადებენ ნიადაგს პროვოკაციების განსახორციელებლად, რომ შემდეგ ბრალი უკრაინას დასდოს“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S