Accentnews.ge
ისრაელის პოზიცია იარაღთან დაკავშირებით შესაძლოა, არჩევნების შემდეგ შეიცვალოს - უკრაინის ელჩი

ისრაელის პოზიცია იარაღთან დაკავშირებით შესაძლოა, არჩევნების შემდეგ შეიცვალოს - უკრაინის ელჩი

20/10/2022 13:03:28 მსოფლიო

უკრაინის ელჩი ისრაელში ევგენ კორნიჩუკი იმედოვნებს, რომ ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ უკრაინის მიმართ პოზიცია შეიცვლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს უკრაინის სასწრაფო დახმარებას.

„ისრაელს ჰყავს კოალიციური მთავრობა. ახლა საარჩევნო კამპანია აქვთ, არჩევნები 10 დღეში გაიმართება. ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს გვიჭერს, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, პირდაპირ არ მოქმედებს პოლიტიკოსების ქმედებებზე. შესაბამისად, იცვლება მინისტრების პოზიციები“, - განაცხადა მან უკრაინული ტელემარათონის ეთერში.

უკრაინის ელჩს ასევე მიაჩნია, რომ ისრაელის სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელობა გადაჭარბებულია.

„ისრაელი ქვეყანა პატარაა – კიევის ერთი რეგიონის ზომის. მათი საწარმოო სიმძლავრეები მსხვილ ექსპორტზე არაა გათვლილი. დღემდე ძალიან ცოტა ქვეყანამ მიიღო ისრაელის იარაღი - ეს არის აზერბაიჯანი, ახლა ჩეხეთმა დადო ხელშეკრულება გარკვეული სისტემების მიწოდებაზე. ამდენად, არ ღირს, გვქონდეს მოლოდინი, რომ ისრაელის პოზიციის ცვლილება გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის დაუყოვნებელ დახმარებას. მათი ბაზარი ჩვენთან გადაჭარბებულად არის შეფასებული“, - თვლის კორნიიჩუკი.

უკრაინის ელჩი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ ისრაელი უკრაინას ზუსტად იმ სისტემებით დაეხმარება, რაც კიევს აინტერესებს, მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

„ვერ ვიტყვი, რომ ისრაელი არაფერს აკეთებს უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით... სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საკითხი ყველაზე მგრძნობიარეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყდება ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ“, - დასძინა ელჩმა.

იხილეთ ასევე: „არჩევანის გაკეთება გვიწევს“: რა განაპირობებს ისრაელის პოზიციონირებას უკრაინის ომში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S