
ჩავუშოღლუ – ერდოღანის გადაწყვეტილებაზე: "ეს ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს"
17/10/2019 19:49:58 სხვა, მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაპაუზება ცეცხლის შეწყვეტას არ ნიშნავს: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება მხოლოდ ორ ლეგიტიმურ მხარეს შორის ხდება.
„თურქეთი დაასრულებს ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქურთების სახალხო დაცვის შენაერთებისა და ქურთების მუშათა პარტიის ტერორისტები უსაფრთხო ზონას დატოვებენ. ჩვენ შევთანხმდით ქურთების სახალხო დაცვის შენაერთების მძიმე შეიარაღების შეგროვებასა და მათი პოზიციებისა და სიმაგრეების განადგურებაზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ცოტა ხნის წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ი და თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.