Accentnews.ge
ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ლიზ ტრასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

20/10/2022 12:44:53 მსოფლიო

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მან ამ პოსტზე მხოლოდ 44 დღის განმავლობაში იმუშავა.

თანამდებობას ტოვებენ შს და ფინანსთა მინისტრებიც.

განცხადება გაკეთდა პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ სერ გრემ ბრედისთან, 1922 წლის კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც წარმოადგენს კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციას.

ბრიტანული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს სერ გრეჰემმა უთხრა ქალბატონ ტრასს, რომ მას აღარ უნდა ჰქონოდა კონსერვატიული პარტიის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი.

მიზეზად ეკონომიკური პრობლემები სახელდება. ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. მედიის ცნობით, ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S