Accentnews.ge
სამუშია: "არაფერი არ იყო დადგმული, მიდის ღია პროცესი"

სამუშია: "არაფერი არ იყო დადგმული, მიდის ღია პროცესი"

20/10/2022 12:35:58 საზოგადოება

ჯაბა სამუშია, რომელიც თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩია, პირობას დებს, რომ უნივერსიტეტში “დახურული კითხვა” არ იარსებებს. მანვე აღნიშნა, რომ არჩევნები, რომელშიც მხოლოდ თავად მონაწილეობდა, “დადგმული ფარსი” არ ყოფილა.

რაც შეეხება იმას, რომ ის ერთადერთი კანდიდატი იყო, სამუშია ამბობს, რომ მისთვის უცნობია, სხვებმა განაცხადი რატომ არ შეიტანეს:

"ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი სხვამ რატომ არ შემოიტანა განაცხადი. ეს ცოტა უხერხული კითხვაა ჩემს მიმართ. ამ შემთხვევაში შევიტანე მე განაცხადი, სხვას ჰქონდა სხვა პოზიცია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არის საუბარი მოვალეობის შემსრულებელზე. მოვალეობის შესრულების ფუნქცია გარკვეულწილად არის, მოამზადოს დიდი არჩევნები უნივერსიტეტში და შესაძლებელია ამანაც განაპირობა ის, რაზეც თქვენ ამ შემთხვევაში აკეთებთ აქცენტს", - აღნიშნა მან.

კითხვაზე, აპირებს თუ არა რექტორობას, სამუშიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა: "მე ჯერ მოვალეობას ვასრულებ. დავნიშნავთ არჩევნებს და მერე ვნახოთ".

გარდა ამისა, სამუშია დღეს იმ სტუდენტებთან შეხვედრას აპირებს, რომლებიც მის არჩევას აპროტესტებდნენ:

"მინდა შევხვდე სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა. მათი გაცნობა მინდა და მინდა, რომ ამ ადამიანებს პირველად გავუწოდო ჩემგან მეგობრობის ხელი და, რა თქმა უნდა, ამის შემდგომ, ჩვენი შემდგომი შეხვედრები იქნება ღია".

არჩევნები სტუდენტური პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S