Accentnews.ge
ბენ უოლესი: "რუსულმა SU-27–მა რაკეტა გაუშვა ბრიტანული თვითმფრინავის მახლობლად, რომელიც  შავი ზღვის თავზე პატრულირებდა"

ბენ უოლესი: "რუსულმა SU-27–მა რაკეტა გაუშვა ბრიტანული თვითმფრინავის მახლობლად, რომელიც  შავი ზღვის თავზე პატრულირებდა"

20/10/2022 11:41:22 მსოფლიო

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბრიტანული თვითმფრინავის მახლობლად რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ მან ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მისი თქმით, ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა.

"რუსულმა SU-27–მა რაკეტა გაუშვა ბრიტანული შეუიარაღებელი RAF RC-135 Rivet Joint–ის მახლობლად, რომელიც შავი ზღვის თავზე საერთაშორისო საჰაერო სივრცეში პატრულირებდა. მომხდარის შემდეგ ბრიტანეთმა პატრულირება შეაჩერა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრიტანული მხარის შეშფოტება გადასცა. რუსეთმა განაცხადა, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობა. ამჟამად პატრულირება განახლებულია. პატრულირების განმახორციელებელ თვითმფრინავს ახლა მოიერიშე უწევს ეკორტირებას", – განაცხადა უოლესმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S