Accentnews.ge
შოლცი: "პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა"

შოლცი: "პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა"

20/10/2022 11:25:49 მსოფლიო

"პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა", – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-დან და ახლო აღმოსავლეთიდან გაზის ალტერნატიული მიწოდება უზრუნველყოფილია.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან დაბომბვები და სარაკეტო ტერორი, ისევე როგორც რუსეთის მოქალაქეების მობილიზაცია, "სასოწარკვეთილი აქტია".

”მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის არის ომის დანაშაული", – აცხადებს შოლცი.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S