Accentnews.ge
გერმანია გაზაფხულამდე 5000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

გერმანია გაზაფხულამდე 5000-მდე უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს

20/10/2022 10:42:49 მსოფლიო

ევროკავშირის სასწავლო მისიის ფარგლებში 2023 წლის გაზაფხულისთვის გერმანია უკრაინის შეიარაღებული ძალების 5 000-მდე სამხედროს მოამზადებს -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ გერმანია გახდება უკრაინელი სამხედროების ერთ-ერთი სასწავლო ცენტრი ევროკავშირის მისიის ფარგლებში.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.

ევროკავშირმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო მისიის შექმნის შესახებ განცხადება 17 ოქტომბერს გააკეთა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S