Accentnews.ge
გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა

გერმანიაში უკრაინელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა

20/10/2022 10:03:21 მსოფლიო

გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, სადაც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან შენობაში მცხოვრებმა 14-მა უკრაინელმა და 3-მა თანამშრომელმა ტერიტორია დროულად დატოვეს.

როგორც გერმანული მაუწყებელი DW წერს, ხანძარი 19 ოქტომბერს ღამით გაჩნდა შენობის ერთ-ერთი კედლის გარეთა მხარეს.

პოლიციის განცხადებით, შენობას ცეცხლი განზრახ წაუკიდეს.

თავშესაფრის გარეშე დარჩენილი უკრაინელი ლტოლვილები სხვა დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S