Accentnews.ge
ახმედ ზაკაევი: "უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება"

ახმედ ზაკაევი: "უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება"

20/10/2022 08:37:24 მსოფლიო

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის თავმჯდომარე ახმედ ზაკაევი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება.

მისი თქმით, "ჩეჩნეთი კადიროვისა და პუტინის რეჟიმებისგან გათავისუფლდება".

"უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ჩეჩნეთის დეოკუპაციის ჯერიც დადგება. უკრაინის პარლამენტის აღიარება რუსეთის მიერ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას ოკუპაციასა და ჩეჩენი ხალხის გენოციდთან დაკავშირებით, ძალიან ძლიერი მესიჯია. ჩეჩნეთი გათავისუფლდება კადიროვისა და პუტინის რეჟიმისგან. ჩვენ შევქმნით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც პარტნიორობა ექნება დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროსთან. დარწმუნებული ვარ ევროპულ ოჯახსა და სტრუქტურაში ინტეგრაციას მოვახდენთ, რადგან ეს ევროპის ნაწილია. ამ ომში უკრაინის გამარჯვება, რუსეთის იმპერიის დასასრული იქნება. პუტინის დამარცხების შემდეგ კადიროვის დღეებიც დათვლილი იქნება", - განაცხადა ახმედ ზაკაევმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S