შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
20/10/2022 08:33:07 მსოფლიო
შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი უკრაინაში ჩავიდა.
მისი თქმით, ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სიტუაციის გაცნობაა.
"კვლავ უკრაინაში - ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი სიტუაციის გაცნობაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, - წერს კასისი სოციალურ ქსელში.


