რუსებმა ქალაქ ბურშტინში მთავარ თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს
20/10/2022 08:30:03 მსოფლიო
რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბურშტინში მთავარ თბოელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს.
უკრაინული მხარის განცხადებით, "ზიანი საკმაოდ სერიოზულია".
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთმა შეტევები უკრაინაში მდებარე არაერთი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანა.


