Accentnews.ge
თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პარალელურად აქცია მიმდინარეობს

20/10/2022 07:30:15 საზოგადოება

ხმაურია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები იმართება.

უნივერსიტეტის პირველ კორპუსში სტუდენტები შეიკრიბნენ და მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ.

მათი პოზიციით, არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი აკადემიურ საბჭოს ამ პროცესის გამართვის საშუალებას არ მისცემენ.

"ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიცვალოს ლექტორის არჩევის წესი, ამას ვითხოვთ 6 თვეა, მაგრამ ორი თვის განმავლობაში არც გიორგი შარვაშიძეს და არც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საღი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ და არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. რექტორი უნდა აირჩიოს 38 კაცისგან შემდგარმა აკადემიურმა საბჭომ. იგი უნდა იყოს არჩეული სრული პროფესურის მხრიდან, რადგან არჩევნები წარიმართოს დემოკრატიულ პირობებში, დღეს რაც აქ ხდება ეს არ არის არჩევნები ერთი კანდიდატი ჰყავთ, რაც უსამართლო პროცესების დამსახურებაა. არავინ ისურვა ამ ფარსში მონაწილეობის მიღება იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარაა განსაზღვრული", - აცხადებს ერთ-ერთი სტუდენტი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S