პრაისი: "მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ "დრონებს" იყენებს"
20/10/2022 07:13:10 მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი ნედ პრაისი აცხადებს, რომ ირანი ტყუილის თქმას აგრძელებს.
"მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ "დრონებს" უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის", - აცხადებს პრაისი.
მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია ირანიდან რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნის მტკიცებულების შესახებ.
განცხადება გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანიდან შეძენილი "დრონები" უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ გამოიყენება.
სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, "შეერთებული შტატები უყოყმანოდ დაუწესებს სანქციებს და გამოიყენებს სხვა შესაბამის საშუალებებს ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც დრონების გადაცემაში მონაწილეობს".


