მედია – რუსეთმა სირიიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სამხედროების ნაწილი უკრაინაში გადასასროლად გამოიყვანა
20/10/2022 06:36:11 მსოფლიო
რუსეთმა სირიიდან C-300–ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სამხედროების ნაწილი გამოიყვანა, – იუწყება The New York Times ორ დასავლელი დიპლომატსა და ისრაელის თავდაცვის მაღალჩინოსნზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მოსკოვმა სირიიდან გამოყვანილი კონტიგენტი და ტექნიკა უკრაინაში გადაისროლა.
როგორც ინფორმირებული წყაროები The New York Times–სთან საუბრისას აცხადებენ, საუბარია 1200–დან 1600–მდე რუს ჯარისკაცზე.
მიუხედავად ზემოთხსენებულისა, გამოცემა წერს, რომ "რუსეთი, რომელიც სირიაში 2015 წლიდან დომინანტური სამხედრო ძალაა და სირიის რეჟიმის ძალაუფლებაზე კონტროლის შენარჩუნებაში ეხმარება, ქვეყანაში მნიშვნელოვან წარმოდგენილობას კვლავ ინარჩუნებს".


